ფესტივალი

VIII საერაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე"

2013 წ. 14 მაისი, ნიქოზი

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=15-05-2013%2009:58

 

 

 

 

 

მხატვრული ხელმძღვანელი - ალექსანდრე კორსანტია

ნიქოზის, ეპისკოპოსის სასახლე

 

პიანისტი ალექსანდრე კორსანტია

 

 

თბილისისსახელმწიფო კამერული ორკესტრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საერთაშორისო ფესტივალი 'აღდგომიდან ამაღლებამდე'

19/01/2011

 

2006 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა და აკაკი რამიშვილის ფონდმა – «ტრადიცია და ინოვაციამ» დააფუძეს ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე”.

ფესტივალის მთავარი მიზანია ტრადიციული და აკადემიური მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია.

ფესტივალის პრიორიტეტებია:

უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების სამშობლოში პოპულარიზაცია;

საფესტივალო საღამოების გამართვა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სადაც 4-5 საღამო ტარდება. შემდეგ, რამდენიმე პროექტი ხორციელდება რეგიონებში და მთავრდება ამაღლების დღესასწაულზე საქართველოს რომელიმე კუთხეში.

ფესტივალის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილია სატელევიზიო მუსიკალური ფილმი "აღდგომიდან ამაღლებამდე" (2008 წელი).

აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან ექვსი წლის მანძილზე ფესტივალის მხატვრულ მხარეს სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსი ხელმძღვანელობდა. მათ შორის არიან: ვალერიან შიუკაშვილი (I ფესტივალი); ბიძინა კვერნაძე და ანზორ ერქომაიშვილი (II ფესტივალი);  ლიანა ისაკაძე (III ფესტივალი);  ნიკა მემანიშვილი (IV ფესტივალი); მარინე იაშვილი (V ფესტივალი); ალექსანდრე კორსანტია (VI ფესტივალი).

2012 წლიდან - ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ფესტივალის მუდმივი სამხატვრო ხელმძღვანელი აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალქსანდრე კორსანტია გახდა.

VI და  VII ფესტივალებში ”აღდგომიდან ამაღლებამდე” (სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე კორსანტია), საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდნენ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები: ვლადიმერ ფელცმანი (აშშ), სერგეი ბაბაიანი (აშშ), სურენ ბაგრატუნი (აშშ), ტეჰილა ნინი გოლშტეინი (ისრაელი), იანივ დ’ორი (ისრაელი) და სხვ.

VII ფესტივალში მონაწილეობდა აგრეთვე მილანის პიანისტთა III  საერთაშორისო კონკურსის ”Enkore! Shura Cherkassky” პირველი პრემიის ლაურეატი ალიოშა იურინიჩი (ხორვატია). აღსანიშნავია, რომ ამიერიდან, ალექსანდრე კორსანტიას რეკომენდაციითა და კონკურსის დირექციის გადაწყვეტილებით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ამ კონკურსის გამარჯვებული.